No Image

Eifelis koshki

СОДЕРЖАНИЕ
0 просмотров
10 марта 2020

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel ) — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

სექციების სია

სტატისტიკა [ რედაქტირება | წყაროს რედაქტირება ]

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზეს მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.

კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.

ისტორია [ რედაქტირება | წყაროს რედაქტირება ]

სტრუქტურა შენდებოდა 1887-1989 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

Читайте также:  Фото стрижки собак породы джек рассел терьер

შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა — პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.

თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ადრე გავრიჟრაჟდი და, აივანზე გასულმა, ვახტანგ გორგასალივით ამაყად გადავხედე მყუდრო და სხვანაირად შარმიან თბილისს. შორიდან ჩემი მეგობარი და ჩემი ღამენათევი ლექსების პირველი შემფასებელი, მთაწმინდაზე მოკალათებული ანძა შემომეგება და მთხოვა, მისი შორეული პარიზელი მეგობრისთვის მიმელოცა დაბადების დღე…

დიახ, ზუსტად ამ დღეს, 1889 წლის 31 მარტს შედგა ლეგენდარული ეიფელის კოშკის ოფიციალური გახსნა, რომელზეც საფრანგეთის დროშა აფრიალდა. სულ მაინტერესებდა, რას ეძახდა გუსტავ ეიფელი თავისი სახელობის ქმნილებას – "ჩემი კოშკი", თუ განყენებულად "ეიფელის კოშკი" (თითქოს მას არ ეხებოდა)? აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში სულ უბრალოდ და პროზაულად შეარქვა — "დროშის 300-მეტრიანი სამაგრი", ან "300-მეტრიანი კოშკი". თავიდან ეიფელის კოშკი აშენდა როგორც დროებითი კონსტრუქცია, რომელსაც უნდა შეესრულებინა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე შესასვლელი სიმბოლური თაღის როლი, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ცნობილი გამოთქმა — "არაფერი არ არსებობს დროებითზე უფრო მუდმივი". დღეს ეიფელის კოშკი პარიზის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა მნახველების რაოდენობით, თუმცა საინტერესო და საოცარი ისაა, რომ სტატისტიკურად ის ყველაზე ბევრ მნახველში (25%) იწვევს "იმედგაცრუების" გრძნობას. როგორც ჩანს, გადამეტებული იმედების დამყარება კოშკებზეც კი არ ღირს.

Читайте также:  Собака что где есть

აღსანიშნავია, რომ ეიფელის კოშკის გახსნის შემდეგ პარიზის და მთელი საფრანგეთის შემოქმედებითი ინტელიგენცია გამოთქვამდა აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ კოშკი ამახინჯებდა პარიზის დახვეწილ, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს. კოშკს "საქარხნო კვამლის მილს" და "პარიზის ცაზე მელნის მახინჯ ლაქას" ადარებდნენ. არქიტექტურულ სიახლეს განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ ალექსანდრ დიუმა, შარლ გუნო და გი დე მოპასანი. ერთხელ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ გი დე მოპასანი ყოველდღე სადილობდა კოშკის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში, მივარდნენ მას და ჰკითხეს – "რა გინდათ აქ, თუ ასე ვერ იტანთ ამ კოშკს?" რაზეც დიდმა მწერალმა უპასუხა: "ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ მოჩანს!" არადა, პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე დღეს წარმოუდგენელია…

ცნობილია, რომ პარიზის ოკუპაციის დროს საფრანგეთის დედაქალაქში სწორედ ჰიტლერის ჩასვლის წინ მწყობრიდან გამოვიდა ეიფელის კოშკის ყველა ლიფტი და ფიურერმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ გადახედა პარიზს "ზემოდან". როგორც კი გერმანულმა ჯარებმა პარიზი დატოვეს, ლიფტები საეჭვოდ სწრაფად ამუშავდა.

ეიფელის კოშკმა თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ფერი — ყვითლიდან მოწითალო-მოყავისფრომდე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი ეიფელის კოშკი არის "ეიფელისფერი". სწორედ ამ დასახელებით არის დაპანტებული იმ ფერის საღებავი, რომელსაც ქალბატონი კოშკი "ატარებს". სხვათა შორის, ეიფელის კოშკი რომ ქალბატონია, ამაში ეჭვი პირველივე დღიდან არავის შეპარვია, თანაც, მიუხედავად "სოლიდური წონისა" (7300 ტონა), საკმაოდ ტანადია (სიმაღლე უწყობს ხელს — 324 მეტრი), ყველაზე ძლიერი ქარის დროსაც კი მისი გადახრა 15 სანტიმეტრს არ აღემატება.

საფრანგეთის ხელისუფლება და ფრანგი ხალხი ეიფელის კოშკს ეროვნულ ღირსშესანიშნაობად და სიმდიდრედ მიიჩნევს და სათუთად უფრთხილდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეიფელის კოშკს ბევრი სანერვიულო ჰქონდა. მან გადაიტანა რამდენიმე ხანძარი, მას "ნაღმავდნენ" ტერორისტები, "ყიდდნენ" აფერისტები და ხშირად იყენებდნენ ეფექტურად თავის მოკვლის მსურველები…

ერთ უნიკალურ ფაქტზე მინდა შევჩერდე. ერთხელ ერთმა უიმედოდ შეყვარებულმა ქალბატონმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ეიფელის კოშკიდან გადახტა. სასწაულია, მაგრამ ის გადარჩა, რადგან დაეცა ავტომობილზე. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ცოლად გაჰყვა ამ ავტომობილის მფლობელს…

Читайте также:  Дизайн спальни в шоколадном цвете

ამას წინათ გავიგე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი: თურმე, გუსტავ ეიფელმა თავისი კოშკის კონსტრუქციის შექმნისას გამოიყენა მე-19 საუკუნის შვეიცარიელი პროფესორის გერმან ფონ მაიერის მიერ მენჯის ძვლისა და სახსრის გამოკვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ამ ნაწილში მინიატურული ძვლები ისეა განლაგებული, რომ ადვილად უძლებენ ჟამთა სვლას და ადამიანის წონას. სწორედ ეს ყოფილა ეიფელის კოშკის აგების მთავარი პრინციპი.

გუშინწინ კი გაზეთში Le Figaro გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარიზის ხელისუფლებამ ეიფელის კოშკის ირგვლივ ტყვიაგამძლე მინის ტიხრების დაყენება გადაწყვიტა. ეს ზომები საჭიროდ ჩათვალეს ქვეყანაში ტერორისტული აქტების გახშირების გამო. სამუშაოები დასრულდება 2018 წლის ზაფხულში. საწყენია, რომ შესანიშნავი ნაგებობა მინებით იქნება შებოჭილი, მაგრამ, რას იზამ – ტერორისტებისგან არა მხოლოდ ადამიანები, კულტურის ძეგლებიც ზიანდებიან.

დღეს არ შემიძლია არ დავიტრაბახო, რომ საქართველოშიც არსებობს ეიფელის ხიდი, რომელიც დიდი არქიტექტორის და მშენებლის კონსტრუქციის მიხედვით არის აგებული და ერთმანეთს აკავშირებს ულამაზეს წაღვერსა და ცემს. ბავშვობაში უამრავჯერ გამივლია ამ ხიდეზე საყვარელი "კუკუშკით", მაგრამ მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. დღეს კი, როდესაც ვიცი, ამ შესანიშნავ ხიდსაც მინდა მივულოცო ამ შემთხვევაში მისი პარიზელი ნათესავის — ეიფელის კოშკის დაბადების დღე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანიამ პარიზში, სწორედ ეიფელის კოშკთან ნავთობის მარაგი (40 მილიონ ბარელამდე) აღმოაჩინა. იმედია, ადამიანები გაუფრთხილდებიან პარიზის განუმეორებელ სიმბოლოს, რადგან ვერავითარი სიმდიდრე ვერ შეედრება სილამაზეს…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ეიფელის კოშკივით დახვეწილ დღეს!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Suggest as cover photo

Would you like to suggest this photo as the cover photo for this article?

Thank you for helping!

Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

Комментировать
0 просмотров
Комментариев нет, будьте первым кто его оставит

Это интересно
No Image Животные
0 комментариев
No Image Животные
0 комментариев
No Image Животные
0 комментариев
Adblock detector